ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3268        EUR 4.0101        GBP 4.6449        RUB 4.4917        UAH 1.1874        AZN 1.955        AMD 6.3097      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამარჯვებული 20 ქართული სტარტაპი
23 თებერვალი, 2021, 18:38
გამარჯვებული 20 ქართული სტარტაპი

თბილისი (GBC) -საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა (მარვინ ლიაოჯონათან თაუერიტიმ ვაგნერიანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი) საინვესტიციო კომიტეტმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 20 სტარტაპი გამოავლინა: 

·                     Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან)

·                     On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

·                     Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე.

·                     ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

·                     Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს.

·                     VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.

·                     Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას.

·                     Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის.

 ·                     Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა.

                      autoElement - პროექტის იდეაა, შექმნას  საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

 ·                     Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა.

 ·                     Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია.

 ·                     Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში.

·                     WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია.

·                     House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები.

·                     PAYZE - სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.

·                     ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტებიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის.

·                     OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია.

·                     Rare Earth Elements and Their Alloys, Nano and Micron Sized Powder Production - ნანო და მიკრონის ზომის მიწის იშვიათი ელემენტების (REE) განვითარება და წარმოება.

 ·                     Sweeft KYC - პროექტის მიზანია ციფრული ონბორდინგის აპლიკაციის შექმნა. Sweeft KYC შეთავაზებს კლიენტებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა მათ შეძლონ მომხმარებლების თანამედროვე თაობის მოზიდვა და ამავე დროს საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების მე-6 პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა.

303 განაცხადიდან უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

 თანადაფინანსების გრანტების პროგრამის V რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავებ, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

 GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები