ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3268        EUR 4.0101        GBP 4.6449        RUB 4.4917        UAH 1.1874        AZN 1.955        AMD 6.3097      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მდინარაძისთვის ფასილიტატორების დარწმუნება მარტივია
23 თებერვალი, 2021, 20:40
მდინარაძისთვის ფასილიტატორების დარწმუნება მარტივია

თბილისი (GBC) - თავის თავი არ უნდა დაეჭირა, - მდინარაძის შეფასებით მელიას დაკავება მარტივი ამბავია. პროცესებიც მარტივად ლაგდებოდა, ოპოზიციისთვის მარტივი დალაგება მიუღებელი რომ არ ყოფილიყო.

რუსთავი 2-ის ეთერში უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მოვლენების ესკალაციაზეც წინასწარ იცოდა. რაც მისი თქმით ასევე ძალინ მარტივია. თუმცა წამყვანის კითხვა, მარტივი ლოგიკით, პრიმიტიული ეჩვენა.

არადა მარტივი კითხვა იყო, თუ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა, მაშინ მმართველი პარტია, ოპოზიციას  რატომ აჰყვა თამაშში.

როცა მმართველი ძალა სხვა თამაშს თამაშობდა. 4 თვიანი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობდა და პარლამენტში ოპოზიციონრების შეყვანას.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებსაც მარტივად  აუხსნის და დაარწმუნებს. არ ჰგონია რომ მათ ის არ იციან რაც ოპოზიციამ მელიას დაკავებამდე იცოდა.

ფასილიტატორები პოზიციას, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ უნდა შეხვდნენ.შეხვედრიდან ახლადგამოსული სალომე სამადაშვილის თქმით, ელჩები ადგენენ ფაქტებს, რომ შეაფასონ, დარჩა თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელების სივრცე. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები