






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი (GBC) - ფიტნეს სექტორს, 15 მარტიდან სახელმღვანელო წესების განხილვისთვის, ეკონომიკის მინიტრი, შრომის ინსპექტორთან ერთად ხვდება.
შეხვედრაზე სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის რეგულაციები შემუშავდება.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სპორტული კომპლექსები, რომლებსაც ლოქდაუნში ყველაზე გვიან მოექცა და გახსნა არარასდროს შეეხო, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისთვის მზად არიან.დეზობარიერის, სანიტაიზერის და სხვა ინსტრუმენტებით დარბაზის ეკიპირების გარდა, იცვლება კლუბის წევრის ეკიპირებაც. გარკვეული ვარჯიშებისას პირბადე სავალდებულო გახდება, რასაც მეთოდისტების ნაწილი ეწინააღმეგება, რადგან სამედიცინო პირბადე მიზნაშეუწონელია,ფილტრიანი კი მოყვარულისთვის მოუხერხებელი. კითხვები დარჩა კომენდანტის 21:00-05:00 სთ-ზე, რადგან გამაჯანსაღებელი კლუბს, წევრები, სამსახურის შემდეგ, საღამოს სტუმრობენ.
ზაფხულიდან გახსნის მოლოდინში მყოფ დარბაზებს შეღავათებიც ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ ბოლო ეტპაზე შეეხო, კერძო ბაღებთან ერთად. მოექცნენ სესხის თანასუბსიდირების პროგრამაში.