ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4462        EUR 4.153        GBP 4.7964        RUB 4.522        UAH 1.2282        AZN 2.0303        AMD 6.6023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რიგგარშე არჩევნებზე ოცნება ვერც მიშელმა დაიყოლია
2 მარტი, 2021, 12:42
რიგგარშე არჩევნებზე ოცნება ვერც მიშელმა დაიყოლია

თბილისი (GBC) - ათონელის სასახლეში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ორშაბათს შეკრებილი ოპოზიცია-პოზიციის პოზიციები არ დაახლოვდა. პატრიარქთან სამშაბათის შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოცნების წითელი ხაზია და არ განიხილება.

შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრაზე  ისაუბრეს მელიას გათავისუფლებაზე, რაც ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის კომენტირებისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის დახვეწაზე სახელისუფლო ძალამ სრული მზადყოფნა გამოთქვა. ღარიბაშვილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან შეთანხმებაში ხედავს. პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. რადგან შარლ მიშელთან შეხვედრის მე-2 დღეს, სულ რაღაც12 სთ-ში დესტრუქციულმა ნაწილმა  დაიწყო დესტრუქციული ქმედებები, რაც მისი შეფასებით, არც შეხვედრის ფორმატში ჯდება და არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

შარლ მიშელმა 1 მარტის შეხვედრის შეფასებისას სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ საკითხების ნაწილი გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ პროცესმა დიდი ენერგია წაიყო. აღნიშნა, მიშელის და სხვა ევროპელი ლიდერების შეშფოთებაზე, საქართველოში მიმდინარე ჩიხური მდგომარეობის გამო. წინსვლას მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები ამჩნევენ, მათ შორის მამუკა მდინარაძე, რომელსაც ფასილიტაციიდან მედიაციამდე მისვლა  წინსვლა ჰგონია. 

მედიას ღარიბაშვილი პატრიარქთან 30 წთ -იანი შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. საპატრიარქოში პრემიერი ეკლესიისადმი და პატრიარქისადმი მორჩილების და პატივისცემის დასადასტურებლად მივიდა. აღნიშნა,  საპატრიარქოს მიმართ ბოლოდროინდელ დამამცირებელ კამპანიაზე, არნახულ ცილიმწამებლურ ქმედებებზე, რაც ქვეყნის ინტერესებსაც ლახავს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები