ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4521        EUR 4.1442        GBP 4.8081        RUB 4.5132        UAH 1.2269        AZN 2.0287        AMD 6.6147      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ამერიკამ მილიარდერების დაბეგვრით 3 ტრილიონი უნდა იშოვოს
2 მარტი, 2021, 10:17
ამერიკამ მილიარდერების დაბეგვრით 3 ტრილიონი უნდა იშოვოს

თბილისი (GBC) - უმდიდრესი ამერიკელებისთვის მრავალმილიარდიანი გადასახადების დაწესება სურთ. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, ელიზაბეტ უორენის ხელმძღვანელობით, უმდიდრესი მოქალაქეებისთვის გადასახადის დაწესების ინიციატივა გააჟღერა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ამ წინადადებით ამერიკელი მილიარდერები ყოველწლიურად, შესაძლოა, მრავალმილიარდიანი გადასახადით დაიბეგრონ.

სენატორების ინიციატივა $50 მლნ–დან $1 მლრდ–მდე შემოსავლის მქონე პირების მთელი ქონების 2%–ით, ხოლო $1 მლრდ–ზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში – ქონების 3%–ით დაბეგვრას ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორების აზრით, ასეთი მოსაკრებელი ეკონომიკას უფრო სამართლიანს გახდის, ხოლო ქვეყნის ხაზინა 10 წელიწადში დამატებით $3 ტრილიონით შეივსება.

„გავლენიანმა და ულტრამდიდარმა ამერიკელებმა იმდენად მოირგეს კანონმდებლობა, რომ მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 0,1% უფრო ნაკლებად იბეგრება, ვიდრე დანარჩენი გადამხდელების 99%. და ეს მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში მილიარდერების შემოსავლები 40%–ით გაიზარდა“, – განაცხადა უორენმა.

Bloomberg წერს, რომ მიუხედავად მოყვანილი არგუმენტებისა, ინიციატივა კონგრესში საჭირო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, როგორც უორენის მიერ მანამდე გაჟღერებული ინიციატივების შემთხვევებში ხდებოდა.

ამასთან, Bloomberg–ის ანალიტიკოსები წერენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 100 უმდიდრეს ამერიკელს 2021 წელს $78 მლრდ–ის გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები