






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი (GBC) - ანჯელინა ჯოლიმ უინსტონ ჩერჩილის ნახატი $11,5 მილიონად გაყიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავის ფასი მა ბრიტანეთის პრემიერის ნამუშევერისთვის რეკორდულია.
„ალ–კუტუბიას მეჩეთის მინარეთი“ ჩერჩილის ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დახატა.
Christie's–ის აუქციონზე ნახატის თავდაპირველი ფასი
$3,4 მლნ–ს შეადგენდა. CNN-ის ცნობით, ეს ტილო ჯოლის მისმა ყოფილმა ქმარმა ბრედ პიტმა 2011 წელს უყიდა
საჩუქრად.
Christie's–ის ტვიტერზე ნათქვამია, რომ ეს ტილო ერთადერთია,
რომელიც უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერმა
ნამუშევარი 1943 წელს შექმნა – ანტიჰიტლერული კოალიციის კასაბლანკაში გამართული შეხვედრის
შემდეგ. ჩერჩილმა ის აშშ–ის პრეზიდენტის რუზველტის ვაჟს, ელიოტს აჩუქა.
ჩერჩილის ნამუშევარმა წინა რეკორდი 2014 წელს დაამყარა, რომელიც $2,7 მილიონად გაიყიდა. უინსტონ ჩერჩილმა ხატვა 40 წლის ასაკში დაიწყო და ცხოვრების განმავლობაში 500–ზე მეტი ტილო შექმნა.