






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი ( GBC)- რესტორნებს და კვების სხვა ობიექტებს „გლოვოს“ და მიტანის სერვისით დაკავებული სხვა კომპანიების მომსახურება ძვირი უჯდებათ. რესტორან „კახელების“ დამფუძნებლის ჭიჭიკო გოლეთიანის თქმით, მათი პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანაში „გლოვო“ 35 %-ს ითხოვს.
„მომხმარებლამდე 100 ლარის პროდუქცია, რომ მივიტანოთ ამ მოსახურებაში „გლოვო“ 35 ლარს გვთხოვს. 35 % კი არა 10-12 % ზე რომ ვიმუშაოთ ეგეც დიდი მიღწევაა“-აცხადებს გოლეთიანი.
მისი თქმით, სჯობია რესტორანმა ადგილზე 10 000 ივაჭროს, ვიდრე 1500 ლარის პროდუქცია მიტანის სერვისს მიანდოს, რადგან ეს დიდ ხარჯებს და რესურს მოითხოვს.
თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა.საქართველოს პრემიერის ღარიბაშვილი განცხადებით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრება 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 000 ლრამდე იზრდება.