ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4521        EUR 4.1442        GBP 4.8081        RUB 4.5132        UAH 1.2269        AZN 2.0287        AMD 6.6147      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
0.3%-დან 5.4%-მდე - ეკონომიკის ზრდის პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები
4 მარტი, 2021, 15:40
0.3%-დან 5.4%-მდე - ეკონომიკის ზრდის პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები

თბილისი (GBC) - PMC კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა კრიზისის განვითარების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება მოვლენების განსხვავებულ განვითარებას. საბაზისო სცენარში მოიაზრება, რომ ეკონომიკა დიდწილად მოახერხებს დაუბრუნდეს ზრდის პანდემიამდელ, გრძელვადიან ტემპებს, თუმცა, პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ საგრძნობია. ეს სცენარი არ ითვალისწინებს შემდგომი ლოქდაუნის საჭიროებას, ითვალისწინებს ვაქცინაციის ვადებს, რომელიც შეესაბამება ამჟამინდელ გეგმას, და ასევე, მოიაზრებს ზაფხულის სეზონზე ტურიზმის ზომიერ აღდგენას.

ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა პანდემიამდელ ზრდის ტემპებთან შედარებით უფრო სწრაფად მოახერხებს აღდგენას. ეს სცენარი მოიაზრებს შესაძლო პოზიტიურ მოვლენებს, როგორიცაა დაჩქარებული ვაქცინაცია გლობალური და ადგილობრივი მასშტაბით, რომელიც შესაბამისად ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელზე მეტად აღდგენას. პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს პანდემიამდელი ზრდის ტემპის აღდგენას. ეს სცენარი გულისხმობს უარყოფით მოვლენებს, მაგალითად, გლობალური და ადგილობრივი ვაქცინაციის დაგვიანებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელ აღდგენაზე. სცენარი, ასევე, ითვალისწინებს ვირუსის მესამე ტალღის შესაძლებლობას და შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებას. განხილული სამი სცენარის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის თითოეულ სექტორზე ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია 20212 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზირება. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 3.0%–ით გაიზრდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 5.4%–ით გაიზრდება, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ზრდა 0.3%–ია.

“საბითუმო და საცალო ვაჭრობა, და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საქართველოს ეკონომიკის ორი ყველაზე მასშტაბური სექტორია, რომლებმაც 2019 წელს მთლიანი მშპ-ს 24% შეადგინეს. 2021 წელს ვაჭრობის აღდგენა მოსალოდნელია სამივე სცენარში - 2020 წელს დაფიქსირებული 93%–დან (2019-ის დონესთან შედარებით) 96%–მდე საბაზისო სცენარის შემთხვევაში. თუმცა, სექტორი ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი (98%). რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, სექტორი შედარებით ნაკლებად შემცირდა 2020 წელს (მხოლოდ 2%-ით შემცირება 2019 წელთან შედარებით), რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სექტორის მხარდასაჭერად შექმნილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. სავარაუდოა, რომ პროგრამის გამო, 2021 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2020 წელში გადაინაცვლა, რის გამოც ველით, რომ საბაზისო და პესიმისტურ სცენარებში, უძრავი ქონების სექტორის მშპ 2021 წელს კვლავ შემცირდება და გაუტოლდება 2019 წლის დონის 97%-ს და 96%-ს, შესაბამისად, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში სექტორი შეინარჩუნებს 2020 წლის დონეს”, - ნათქვამია PMCG-ის კვლევაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები