ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4462        EUR 4.153        GBP 4.7964        RUB 4.522        UAH 1.2282        AZN 2.0303        AMD 6.6023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო მე-12, აშშ მე-20 - ამერიკას გავუსწარით
5 მარტი, 2021, 12:45
საქართველო  მე-12, აშშ  მე-20 - ამერიკას გავუსწარით

თბილისი (GBC) -Heritage Foundation -ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ 2021 წელს საქართველო, 77.2  ქულით, მსოფლიოში მე-12, ევროპაში მე-7-ა. 2020 წელთან შედარებით, მონაცემები გაიუმჯობესა რეიტინგის 5 კომპონენტში. სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1), სამთავრობო ხარჯები (76.9), ფისკალური თავისუფლება (94.9) და შრომის თავისუფლება (76.7).

საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლებით უსწრებს ჰოლანდიას, ფინეთს, ლუქსემბურგს, შვედეთს, ავსტრიას, ჩეხეთს, ნორვეგიას, გერმანის, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, სლოვენიას, საფრანგეთს, იტალიას, ხორვატიას, პოლონეთს... მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.

სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით. სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები