ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4499        EUR 4.1585        GBP 4.8219        RUB 4.5224        UAH 1.2314        AZN 2.0271        AMD 6.5806      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვაქცინირებულ მოგზაურთათვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველია
8 მარტი, 2021, 13:09
ვაქცინირებულ მოგზაურთათვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველია

თბილისი (GBC) - პოპულარული პორტალის „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების“ მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო ქალაქების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზე მოხვდა. 

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა.

ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.  

„თუ თქვენ ეძებთ კულტურას, ბუნებას, ჯანმრთელობას, გასტრონომიულ მრავალფეროვნებებს, ან უბრალოდ, საშოპინგოდ პოპულარულ საქალაქო ტურისტულ მიმართულებას, თბილისი – საქართველოს დედაქალაქი იდეალურია 2021-ის არდადეგების გასატარებლად. რატომ უნდა აღმოაჩინოთ თბილისი 2021-ში? როგორც არასდროს, ახლა ვიცით, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შეუძლებელია, გამორჩეული მოგზაურობები გადავდოთ. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით, ძალიან სწრაფად და პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი Covid-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ კარანტინისა და დამატებითი ტესტირების მოთხოვნის გარეშე, ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, – აღნიშნულია EBD-ის ოფიციალურ ვებგვედზე.  

საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.  

„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს.

ორგანიზაციის რეიტინგები და სამოგზაურო სტატიები შუქდება ისეთ წამყვან პლატფორმებზე, როგორებიცაა: Forbes, Lonely Planet, Con De Nast, Independent, Euronews, Tripadvisor და სხვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები