






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი ( GBC) -დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს „თიბისი დაზღვევამ“ 23 8658 ავტომობილი დააზღვია.
სამეულშია „ჯი პი აი ჰოლდინგი ( 22 587 ავტ ) და „ალდაგი“ ( 19 261). მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება : „თიბისი“ – 27.29 მილიონი და ბაზრის 23%, „ალდაგი“- 23.28 მილიონი და ბაზრის 20%, „ჯიპიაი“- 19.83 მილიონი და ბაზრის 17 %. დამდგარი სადაზღვეო ზარალის ოდენობამ „თიბისის დაზღვევის“ შემთხვევაში 15.8 მილიონი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზეა. 15.3 მილიონით მეორე ადგილზე „ალდაგია“, მესამეზე „ევროის ჯორჯია“ 6.6 მილიონით.
გასულ წელს სადაზღეო კომპანიების მიერ სულ 93.196 ავტომანქანა იყო დაზღვეული . 2019 წელთან შედარებით, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2.5 ათასით შემცირდა. გასულ წელს ავტომობილების დაზღვევიდან სადაზღეო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 116.7 მილიონი შეადგინა.