ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4521        EUR 4.1442        GBP 4.8081        RUB 4.5132        UAH 1.2269        AZN 2.0287        AMD 6.6147      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი წყალტუბოს სამგურალის #1 ქომაგი გახდა
7 აპრილი, 2021, 13:19
ვითიბი  წყალტუბოს სამგურალის #1 ქომაგი გახდა

თბილისი (GBC) - ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს სამგურალის  გენერალური სპონსორი გახდა. ბანკსა და წყალტუბოს სამგურალს შორის გაფორმებული მემორანდუმი, კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, ხელი საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის, ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ  მხარს ვუჭერთ მის წინსვლას და განვითარებას“. - არჩილ კონცელიძე, ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი

„ მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად, კიდევ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ“ -  მიხეილ იაშვილი. საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტი.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები