ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1163        EUR 3.657        GBP 4.2637        RUB 4.2534        UAH 1.1674        AZN 1.8355        AMD 6.3855      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თელასი 130 მლნ-ის ობლიგაციებს შემოდგომაზე გამოუშვებს
მარიამ მინაძე
8 ივლისი, 2021, 18:54
თელასი 130 მლნ-ის ობლიგაციებს შემოდგომაზე გამოუშვებს

თბილისი (GBC) - სს თელასი 5 წლიანი 130 მლნ ლარის ოდენობის ფასიან ქაღალდებს მიმდინარე წლის 3Q-ში, შემოდგომაზე გამოუშვებს.

თელასი აქციების განთავსებას საქართველოს ბაზარზე, საქართველოს საფონდო ბირჟაზე აპირებს, თუმცა ბირჟისთვის აქამდე არ მიუმართავს. ბროკერი კი Galt & Taggart-ია.

კომპანიას რამდენიმე შეთავაზება მსხვილი ქართული კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებისაგან უკვე ჰქონდა.

მიმდინარე წლის 20 იანვარს კომპანიამ ხელი Fitch Ratings-თან მოაწერა, კერძო რეიტინგის განსაზღვრის თაობაზე, ფასიანი ქაღალდების ემისიის მიზნით.

Fitch-მა კი თავის მხრივ ემისიამდე, წინასწარ თელასის რეიტინგი პირველად, 25 ივნისს მიანიჭა და სავარაუდო გრძელვადიანი გამომშვების დეფოლტ რეიტინგი (IDR) ‘B+’-ით და სტაბილური პროგნოზით განსაზღვრა.

მოზიდული თანხების გამოყენებას, კომპანია საერთო მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისა და მესამე პირების მიმართ დაგროვილი ვადაგადაცილებული დავალიანების დასაფარავად გამოიყენებს. მათ შორის:

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიამ გააფორმა 12.3 მლნ ლარის ოდენობის (ესკოს მიმართ) სავაჭრო კრედიტორული დავალიანების ფაქტორინგი. სავაჭრო კრედიტორული დავალიანება ფაქტორინგით გადაეცა ქართულ კომერციულ ბანკებს სამ თვემდე ვადით, წლიური 14%-ით. ამასთანავე, 2021 წლის იანვარში გაფორმდა კრედიტორული დავალიანების კიდევ ერთი ნაწილის ფაქტორინგი, საერთო თანხაზე 8.2 მლნ ლარი. კომპანია მოელის სავაჭრო კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვადის გახანგრძლივებას ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად სახსრების მიღებამდე.

2020 წლის ოქტომბერში, 2020 წლის იანვარში დამტკიცებული კრედიტებისა და საკრედიტო ხაზის და 2017 წლის 30 მარტს დამტკიცებული საკრედიტო ხელშეკრულების დაფარვის ვადები, შესაბამისად, 30 მლნ ლარის და 15 მლნ ლარის ოდენობის თანხებზე, საქართველოს კომერციული ბანკების ჯგუფის მიერ გაგრძელდა 2021 თებერვლამდე. 2020-ის ანგარიშის გამოქვეყნების პერიოდში, კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს აღნიშნულ ბანკებთან მოცემული საკრედიტო ხაზის დაფარვის ვადების ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად სახსრების მიღებამდე გახანგრძლივების მიზნით. კომპანია გეგმავს აღნიშნული კრედიტების სრულად დაფარვას (2020-ის ბოლოსთვის გადასახდელი ვალდებულება - 45მლნ ლარი) ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული სახსრებით.

კომპანია ელის, რომ მიმდინარე ვალდებულება 7.4 მლნ ლარის ოდენობით (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ჩამოწერილი იქნება და საჭირო აღარ იქნება ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელება ვალდებულების შესრულების შედეგად, რომელიც სხვა შეთანხმებული ვალდებულებებით, თელასს შესრულებული აქვს, დოკუმენტაცია წარდგენილი სამინისტროსთვის, თუმცა პასუხი არ აქვს.

ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ ინტერ რაო-ს ჯგუფის დონეზე.

2020 წელს თელასის მომხმარებელთა რიცხვმა 680,000-ს გადააჭარბა. თუმცა, COVID19-ის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება 9.8%-ით შემცირდა.

კომპანიამ საანგარიშო წელს დაგეგმილზე 15%-ით ნაკლები ელექტროენერგია 405.1 მლნ კვტ.სთ-ის ოდენობით გაყიდა ბაზარზე. ნაყიდ ელექტროენერგიაზე გაწეულმა  ხარჯმა კი 397.4 მლნ ლარი (მ.შ. 340.9 მლნ ლარი ელექტროენერგიის ყიდვაზე, დანარჩენი გადაცემა დისპეტჩერიზაციაზე), სულ 2.635 მლნ კვტ.სთ (y.y კლება 10%).

თელასის კაპიტალზე უკუგება (ROE) 2020-ში უარყოფითი იყო 59.8%-ის ოდენობით (2019 – 7.2%), ისევე როგორც აქტივებზე უკუგება (ROA) –  -19.9% (2019 – 3.9%).

კომპანიის ზარალმა 2020-ში 72.9 მლნ ლარი შეადგინა, 2019-ში კი 14.3 მლნ - იანი მოგება ჰქონდა.

2020 და 2019 წლებში კომპანიას დივიდენდები არ გადაუხდია.

შეგახსენებთ, მთავრობამ, საპარტნიორო ფონდის ბალანსზე არსებული თელასის 24.53% „ბესტ ენერჯი გრუპს“ გასული წლის ოქტომბერში მიყიდა.

 


აქციონერი

აქციების რაოდენობა
(ნომინალური ღირებულება 1 ლარი)

წილი %

Silk Road Holdings B.V. (ნიდერლანდი)
* საბოლოო მშობელი კომპანია „ინტერ რაო“

84,443,957

75.108

შპს ბესტ ენერჯი გრუპი

27,577,837

24.529

დანარჩენი აქციონერები

407,624

0.363

                სულ:

112,429,418

100

 

შეგახსენებთ, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და შესაბამისად, მიწოდების ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ)  კომპანიებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის გამიჯვნა 2020-ის ბოლოსთვის დაავალდებულა, თუმცა ვადა 6 თვით გახანგრძლივდა.

1 ივლისიდან თბილისში უკვე ახალი თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია - თელმიკო გამოჩნდა (რეგიონებში ენერგო პრო ჯორჯია >> ეპ ჯორჯია მიწოდება).

საბოლოო ჯამში, ცვლილებებით, თელასის საკუთრებაში ქსელია, რომელზეც მას სრული პასუხისმგებლობა აკისრია და უნდა მოუაროს, ხოლო თელმიკო ენერგიის მიწოდებას განახორციელებს, რომელსაც შეუძლია, ელექტროენერგია მიიღოს სხვადასხვა მიმწოდებლისგან, ან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე (სენბი), რომელიც სრულად წლის ბოლოდან ამოქმედდება.

ბირჟის ამოქმედების შემდეგ კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას სენბის საშუალებით იყიდის. ბაზრის სრული გახსნა მომდევნო 5 წელშია მოსალოდნელი, შესაბამისად, 2026 წლისთვის მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.

29 ივნისს თელმიკოს სემეკმა 1 ივლისიდან ასამოქმედებელი უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფები განუსაზღვრა. ამასთანავე, განისაზღვრა თელასის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები. აღნიშნულ ტარიფებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები არ შეუცვლია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები