ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1163        EUR 3.657        GBP 4.2637        RUB 4.2534        UAH 1.1674        AZN 1.8355        AMD 6.3855      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დელტა დეველოპმენტის საჩივარზე მოკვლევა დაიწყო
9 ივლისი, 2021, 12:01
დელტა დეველოპმენტის საჩივარზე მოკვლევა დაიწყო

თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო. სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა - კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი. საკითხი შეეხება -  სათარჯიმნო სექტორში,„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება),  მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3)(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს.

 

კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

 

2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები