ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქვრივიშვილი იმედოვნებს, WizzAir-ი ახალ რეისებს ქუთაისიდან წელს დაამატებს
26 აგვისტო, 2021, 11:09
ქვრივიშვილი იმედოვნებს, WizzAir-ი ახალ რეისებს ქუთაისიდან წელს დაამატებს

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისის აეროპორტიდან ახალ ავიარეისებს წელს დაამატებს.

ქვრივიშვილი კომპანიის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს.

"ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ WizzAir-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WizzAir-ის ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები