






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს. რეიტინგი ბიზნესის დაწყების სიმარტივის კოეფიციენტით დგებოდა.
ბანკმა ოფიციალურად დაადასტურა,
რომ 2018 და 2020 წლის რეიტინგებში შეუსაბამობები გამოვლინდა და წამოიჭრა ეთიკური საკითხები
ბანკის ყოფილი თანამშრომლებისა და საბჭოს წევრების მიმართ. შეუსაბამობები შეეხო ოთხ
ქვეყანას: ჩინეთს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანს.
მსოფლიო ბანკი ახლა აცხადებს,
რომ შემუშავდება ახალი მიდგომა ქვეყნებში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად.
Doing Business-ი მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებში ბიზნესის დაწყების და ბიზნესის კეთების სიმარტივეს ზომავს. რეიტინგში 2020 წელს საქართველოს მეშვიდე პოზიცია ეკავა.
წყარო: ბიზნესპარტნიორი