ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააკაშვილს გამოვკეტავთ ციხეში - ღარიბაშვილი
17 სექტემბერი, 2021, 22:54
სააკაშვილს გამოვკეტავთ ციხეში - ღარიბაშვილი

თბილისი (GBC) - ჩამოვიდეს, ძალიან მინდა რომ ჩამოვიდეს,იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, რომ გამოვკეტავთ ციხეში", - პრემიერმა რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  დაკავებას, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობრივ საქმეებზე, ვერავინ აღუდგება წინ და ვინც აღუდგება მის ბედს გაიზიარებს.


"კანონის აღსრულებას არავის შევეკითხებით", -  ღარიბაშვილის ვერსიით, უკერაინაში სააკაშვილის მოღვაწეობა ბიზნესმენების დაკვეთით პოლიტიკოსების დაშანტაჟებაა და ამ საქმიანობით შოულობს ის ფულს.


ექსპრეზიდენტის დაკავებას რა საერთაშორისი გამოხმაურება მოყვება და რამდენად  დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს, კითხვაზე,  ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ  ყველამ, მათ შორის უცხოელმა პარტნიორებმა იციან, ის ვინც არის და  ვინც არ იცის "მათ ავუხსნით".


ამასთან, ღარიბაშვილს, სააკაშვილის ჩამოსვლის ბოლომდე მაინც არ სჯერა. როგორც მან თქვა, ექსპრეზიდენტმა 16 -ჯერ დაანონსა და ჯერ არცერთხელ ჩამოსულა.


ნაცმოძრაობის რეიტინგზე, რაც ხალხის 27% მხარდაჭერას გულისხმობს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 27%-დან, 5-6% მიშისტია, დანარჩენი კი გაბრაზებული მოსახლეობა. ასევე  მისი ლოგიკით, გამოდის, რომ 73% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა.

 

"მარტივად მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში", - თქვა ღარიბაშვილმა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები