






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - გიორგი გახარია არის შეცდომა. მე თუ მკითხათ, ეს კაცი იყო არავინ, - პრემიერმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ექსპრემიერის, რომელმაც მოღვაწეობა ომბუდსმენობიდან დაიწყო, რეკომენდატორი ხუხაშვილი იყო. აღნიშნა, რომ ის ცხადია ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით დაწინაურდა.
"ჩაავცეს, დაახურეს. ამხელა ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არავინ აქცია კაცად და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს ნორმალურია ერთი იუდა ყველა გუნდშია.
გახარიამ კანონის აღსრულებაზე თქვა უარი და გადაეფარა ნიკა მელიას, რომლის ანალოგი არ მოიძებნება", - ჩემთვის გახარია დამთავრებულიაო, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მერის არჩევნებში კახი კალაძე უპირობოდ იმარჯვებს. მას ალტერნატივა არ ჰყავს. მიაჩნია, რომ გახარიამ, მერად, თავისი კანდიდატურა მავნებლურად დააყენა.