ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტროიანელი კირიპტოგრაფები საქართველოს მომხმარებლებს ორჯერ ნაკლებად უტევენ
20 სექტემბერი, 2021, 12:04
ტროიანელი კირიპტოგრაფები  საქართველოს მომხმარებლებს   ორჯერ ნაკლებად უტევენ

თბილისი (GBC) -  2021 წლის მეორე კვარტალში  ტროიან-კრიპტოგრაფები  თავს დაესხნენ საქართველოში კომპიუტერის მომხმარებელთა 0,10% -ს,  სომხეთში 0, 26% -ს, აზერბაიჯანში კი ამ მაჩვენებელმა 0,23%-ი შეადგინა.

 

2020 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მომხმარებელთა 0,23% -ს შეექმნა  ტროიან-კრიპტოგრაფთა  თავდასხმებისაგან გამოწვეული პრობლემები, სომხეთში  –  0,36%-ს, ხოლო    აზერბაიჯანში  –   0,33%.    ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მეორე კვარტალში ეს მავნე პროგრამები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ  მომხმარებლებს ბანგლადეშში (1, 85%), ეთიოპიასა (0,51%) და ჩინეთში (0,49%).

 

2021 წლის მეორე კვარტალში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს ტროიან-კრიპტოგრაფთა  14 ახალი ოჯახი და ამ ტიპის მავნე პროგრამების 3905 ახალი მოდიფიკაცია,   4406 ახალი მოდიფიკაცია კი - აღმოჩენილი იქნა ერთი წლით ადრე.

თითქმის ყველა კრიპტოგრაფიული ინფიცირება  ერთი და იმავე სქემით ხდება:  მომხმარებელი ან ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი იღებს წერილს მავნე პროგრამით. მიმღები, რომელიც ვერ აღიქვამს საფრთხეს ახდენს მავნე პროგრამის ინსტალირებას.  ინსტალაციის შემდეგ ეს მავნე პროგრამა იყენებს  ოპერაციულ სისტემებში ან სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ დაუცველობებს (ხშირად ისეთს, რომელიც კარგა ხანია ცნობილია) და შიფრავს მონაცემებს.  ზოგჯერ (ისევ ცნობილი დაუცველობების გამო) ის ვრცელდება ორგანიზაციის ლოკალურ  ქსელში არსებულ ყველა კომპიუტერზე. ტროიან-კრიპტოგრაფებით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები გვირჩევენ პროგრამული უზრუნველყოფის, უპირველეს ყოვლისა, ოპერაციული სისტემების განახლებას, ყველა კომპიუტერზე  უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გამოყენებით, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც ცნობილ, ასევე უცნობ ტროიანელ-კრიპტოგრაფს. კომპანიის  თანამშრომლებმა ასევე უნდა გაიარონ ტრენინგები, რათა შეისწავლონ  სოციალური ინჟინერიის ის მეთოდები, რომელსაც იყენებენ გამოძალველები. ამ მეთოდების ცოდნა მათ დაეხმარება თავი დაიცვან მავნებლებისაგან.

 

იმ მომხმარებლებს, რომლებიც გახდნენ ტროიანელი კრიპტოგრაფების მსხვერპლი  ვურჩევთ, რომ  არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადონ გამოსასყიდი ფაილების გაშიფვრისათვის, ვინაიდან ეს არ იძლევა იმის გარანტიას რომ თქვენ დაგიბრუნდებათ ფაილებზე  წვდომა. მაგრამ ის აუცილებლად დაეხმარება  თავდამსხმელებს, მავნე პროგრამის გაფართოებაში. ასევე აუცილებელია, რომ  ინციდენტის შესახებ შეატყობინონ  სამართალდამცავ ორგანოებს, შეეცადონ მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამა დაესხა თავს მოწყობილობას, ან დაუკავშირდნენ ექსპერტებს:  შესაძლოა უტილიტა, რომელიც  იძლევა ფაილების გაშიფვრის საშუალებას უკვე არსებობს და უსაფრთხოების სპეციალისტები  შესძლებენ  აღადგინონ წვდომა  დოკუმენტებ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები