ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
21 სექტემბერი, 2021, 11:21
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისი (GBC) - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა. ტაბიძეს, რომელიც მანამდე მრჩევლის, მოგვიანებით კი მოადგილის პოზიციაზე იყო, პორტფელი გიორგი შენგელიამ გადაულოცა.

აქამდე დავით ტაბიძე მუშაობდა როგორც საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად,  2014 - 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015 - 2019 წლებში ეკავა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე იყო აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა კერძო სექტორში. კერძოდ, იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერული პოზიციებს იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები