ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
არ გვინდა ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი, არ გვექნება დენი
23 სექტემბერი, 2021, 20:42
არ გვინდა ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი, არ გვექნება დენი

თბილისი (GBC)ქვეყნის ჰიდროენერგეტიკაზე სისტემური შეტევა აშკარაა, - ენერგეტიკის ექსმინისტრი, ხუდონჰესის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას და სტრატეგიულ სექტორში შექმნილ უიმედო მდგომაროებას აფასებს.

"შეტევა განსაკუთრებით იმ დროს ხდება, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკაში რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები (მე-4 ენერგეტიკაზე გადასვლა" მიმდინარეობს. უახლოეს 10 წელში, წიაღისეული საწვავის გამოყენების მინიმუმამდე შემცირების რეალობაში.

აღარაფერს ვიტყვი 2050 წლის „ნახშირბადნეიტრალურ“ მიზნებზე მთელ მსოფლიოში. ასეთი პერსპექტივით, ჩვენ კი გვაქვს ბუნებრივი სიკეთე - ჰიდროპოტენციალი, რომელსაც უამრავი მიზეზის გამო, ბოლო 30 წელია კატეგორიულად არ ვიყენებთ", - უთხრა ენერგეტიკოსმა  ბიზნესპარტნიორს

"ჰიდროენერგეტიკა, რომ თითქოს ენერგეტიკის გუშინდელი დღეა, ეს სიცრუე მხოლოდ საქართველოში ისმის. გადახედეთ  ევროპაში 2021 წელში ჩატარებულ თუ დაგეგმილ კონგრესებს, კონფერენციებს და ადვილად მიხვდებით ,რომ ეს ასე არაა, ჰიდროენერგეტიკის ახალ პერსექტივებზე, მის გაზრდილ როლზე „მე-4 ენერგეტიკული გადასვლის პერიოდში“ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უამრავ პუბლიკაციაა ,ლიდერების, პოლიტიკოსების, მეცნიერების, თუმცა ჩვენთან მავანს და მავანს  ეს ნაკლებად აინტერესებს", - ჩივის მირცხულავა.

 ენერგეტიკოსის შეფასებით, სისტემური პრობლემაა, რომ საქართველოს ენერგეტიკაში იმ ინვესტიციებზე, რომელიც რეალურად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკაზე, მუდმივად  მასიური სისტემური შეტევაა.

 „ხუდონის  ბრიტანელი ინვესტორი (ინდურის წარმომავლობით) არ მოვინდომეთ, იგივე მოხდა „ნენსკრაჰესზე“, სადაც  სამხრეთ კორეული ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. შემდეგ იყო „ნამახვანის“, პროექტის ძირეული განხილვების პროცესიც არ წავიდა.

 "გახსოვთ, გაზაფხულზე ეკონომიკის  სამინისტროს მიერ ყველა არსებული საპროექტო ტექნიკური და გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია გაიხსნა, ექსპერტებს გადაეცა განსახილველად, ყველას  შეეძლო გამოეთქვა მოსაზრება, კრიტიკული შეფასება.  თუმცა, სამწუხაროდ ექსპერტების  დოკუმენტურად დაწერილი და განხილვისთვის წარმოდგენილი მასალა არ მინახავს და რამდენადაც  ცნობილია, არც ეკონომიკის  სამინისტროში შესულა მსგავსი დოკუმენტი. მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაა   კამპანია „არა ჰესებს“   ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

ყველა რეგიონში თუ ხეობაში, არის და იქმნება ჯგუფები, რომლებიც ჰესებს ეწინააღმდეგება. რეალურად,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თითოეული გამონაკლისის გარდა, ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა შეჩერებულია,“- მირცხულავას განვხადებით

ქვეყანაში ვერც ქარის და მზის ენერგიების განვითარდება, რადგან ამას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, რომლის უიაფესი წყარო ისევ  ჰიდროენერგეტიკაა.

 „2022 წელს ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 14.7 მლრ.კვტ.საათს მიაღწევს. რით ვაპირებთ დაფარვას, იმპორტით?დღეს საქართველო ელექტროენერგიის მცირე ექსპორტს ახდენს, ზაფხულში და ზოგიერთს ილუზია ექმნება, რომ ზაფხულში ენერგიის  სიჭარბე გვაქვს. ამ პერიოდშიც კი უკვე დეფიციტურია და უფრო მეტად გახდება. თუ ასე გაგრძელდა და არაფერი ავაშენეთ ისე გაიზრდება მოხმარება, რომ მის დაფარვას ჩვენი სისტემა ვეღარ შეძლებს.

 გადავხედოთ ფასებსაც, იზრდება ყველა მეზობელ ქვეყანაში, რადგან საწვავი ძვირდება, ალბათ ყველა თვალყურს ადევნებდა სენსაციურ ცნობას „სპოტზე“ ფასებმა ევროპაში ბუნებრივ გაზზე რეკორდულ 920 აშშ დოლარს გადააჭარბა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში Enka-ს მასშტაბის  ინვესტორები, იშვიათად შემოდიან", - მურცხულავა იმასაც აღიშნავს, რომ მცირე და საშუალო ჰესების ინვესტორის მოძიება საერთოდ ჭირს, საინვესტიციო კლიმატიც არც თუ სახარბიელოა. ყველა ხედავს ამას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, კერძო ფონდები, რომელიც ამ დარგს აფინანსებენ და ცდილობენ დააფინანსონ ბოლო 7-8 წელია, თუნდაც, შემიძლია გაგახსენოთ, უდიდესი ამერიკული ფონდი „ცერბერუსი“.

 ცალკე თემაა, საერთაშორისო არბიტრაჟამდე ამ საკითხის მისვლა რისიც ძალიან დიდი ალბათობაა. ამ სამივე დიდ ჰიდროსადგურზე არბიტრაჟში დავა, ან  წაგება, ძალიან დააზარალებს ქვეყანას, მის ეკონომიკას,“-აცხადებს მირცხულავა.

 შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. წყარო: ბიზნესპარტნიორი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები