ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესს რეგულაციებზე მეტად ლარის არასტაბილურობა ადარდებს
24 სექტემბერი, 2021, 11:01
ბიზნესს რეგულაციებზე მეტად ლარის არასტაბილურობა ადარდებს

თბილისი (GBC) - ბიზნეს ასოციაციის ჩატარებული კვლევით, ბიზნესსაქმიანობისათვის ხელშემშლელ ფაქტორებს შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ლიდერობს.

BAG-ი აღნიშნავს, რომ გაყიდვებთან და დასაქმებასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების ფონზე, კომპანიებს შორის, საგრძნობლად არის შემცირებული ლარის გამყარების მოლოდინი. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდილი მაჩვენებლების, დოლარის ისტორიულ მინიმუმზე დასული საპროცენტო განაკვეთისა თუ ლარის გამყარების შესაძლო განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობის მიუხედავად, ბიზნესში ლარის გამყარების ტრენდის გრძელვადიანი მოლოდინი არ არის.  

 

მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. თუმცა მომდინარე კვარტალში აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე შემცირებულია, რაც  ბიზნესისთვის COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვების შემცირებას უკავშირდება.  აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს ხელის შემშლელ ფაქტორად ორჯერ ნაკლები გამოკითხული კომპანია ასახელებს. 

შეზღუდვების გარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა მოთხოვნის სიმცირე. აღნიშნულმა პრობლემამ პიკს 2020 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოთხოვნის სიმცირე ბიზნესის 78%-ისთვის უმთავრეს დაბრკოლებად იქცა. თუმცა, მიმდინარე წელს, აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე ეტაპობრივად მცირდება. მოხსნილი შეზღუდვების, გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და გააქტიურებული საგარეო ვაჭრობის შედეგად, მოთხოვნის სიმცირე გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ს აწუხებს. 

ამავდროულად, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სპეციალისტებისა და, ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად იმატა იმ კომპანიათა წილმა, რომლებიც აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებენ ხელის შემშლელად. 

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები