ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმი 2019 წლის დონეს 2023 წელს მიუახლოვდება
მარიამ მინაძე
24 სექტემბერი, 2021, 19:50
ტურიზმი 2019 წლის დონეს 2023 წელს მიუახლოვდება

თბილისი (GBC) - TBC Capital-ის განცხადებით, 2022 წელს ტურიზმს პანდემიური გამოწვევების დაძლევა მოუწევს.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ინდუსტრია 2019 წლის პრე-პანდემიურ დონეს, ძირითადად 2023 წელს მიუახლოვდება. 

მათი გათვლებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონის 37.5% -მდე აღდგება.

იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, უკრაინას, ისრაელს, ევროკავშირს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აქვთ დიდი წილი საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში. ჯამში მიღებულმა შემოსავლებმა 8M21-ში $703.8 მლნ შეადგინა. 

ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის, საშუალო დატვირთვა 2019 წლის დონის 55% -მდე აღდგება, სადაც დიდი წვლილი შიდა ტურიზმმა შეიტანა (63%), ხოლო საშუალო დღიურ განაკვეთს კი აღდგენის უფრო ძლიერი 79%-იანი მაჩვენებელი ექნება (ფაქტ. - 68%/ $83). 

შიდა მოგზაურების რაოდენობა 1Q21-სა და 2Q21-ში 18% და 29%-ით აღდგა, შესაბამისად, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

აცხადებენ, რომ პანდემიის მეოთხე ტალღამ ტურიზმის აღდგენა შეაფერხა, თუმცა კოვიდ-უსაფრთხოება ტურიზმის ინდუსტრიას სწრაფი აღდგენის შანსს მისცემს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები