ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უნივერსიტეტის ქუჩა ბაგებს 0.5 კმ-იანი, 4-ზოლიანი ხიდით დაუკავშირდება
29 სექტემბერი, 2021, 12:20
უნივერსიტეტის ქუჩა ბაგებს 0.5 კმ-იანი, 4-ზოლიანი ხიდით დაუკავშირდება

თბილისი (GBC) - უნივერსიტეტის ქუჩა ბაგებს ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება, - პროექტის დაწყება კახა კალაძემ დაანონსა.

ხიდის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება და მასზე 30 მლნ ლარი დაიხარჯება. ის საფეხმავლო ხიდის გვერდით აშენდება.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ გვპირდება რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე და დღეს არსებული საცობები თამარაშვილის ქუჩასა თუ წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება.

ხიდი იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც პანდემიამ შეაჩერა, თუმცა კალაძე ამბობს, რომ მხოლოდ დროებით.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც.

მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად მოდერნიზებული და ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები