ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფაქტორინგული ოპერაციებით ვითიბი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია
4 ოქტომბერი, 2021, 12:14
ფაქტორინგული ოპერაციებით ვითიბი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

თბილისი (GBC) -ვითიბი ბანკი ფაქტორინგული ოპერაციების ბრუნვის მოცულობით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.

სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება ვითიბი ბანკში, ერთერთი ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტია. ამ დროისთვის ბანკის კორპორატიული მომხმარებლის 75% და SME –ს 25% სარგებლობს.

„სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება ვითიბი ბანკში მნიშვნელოვან მიმართულებაა. ფაქტორინგი სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. დღეს ფაქტორინგული ოპერაციების   სრული ციკლის ჩატარება დისტანციურად ხორციელდება და რაც მნიშვნელოვანია, დაფინანსების მიღება 1 დღეშია შესაძლებელი. ფაქტორინგული ოპერაციებით სარგებლობა შეუძლია როგორც მსხვილ ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესს სუბიექტებს, ყველას, ვისაც გადავადებული გადახდით ანგარიშსწორების ფორმა აქვს არჩეული“, - განაცხადა ვაჭრობის ფინანსირების განყოფილების ხელძღვანელმა ლიკა ძნელაძემ.

ვითიბი 22 მლნ ევროს მოცულობის ბრუნვით და  13%-იანი წილით ბაზარზე მე-2 ადგილზეა TBC-ბანკის შემდეგ.ვითიბი ბანკი ფაქტორინგული ოპერაციების უმხსვილესი საერთაშორისო ასოციაცია FCI -ის  (Factors Chain International), წევრია, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყნის 400 -ზე მეტ ბანკს აერთიანებს. მსოფლიო ფაქტორინგული ოპერაციების 90%  მისი უნიკალური ქსელის მეშვეობით  ხორციელდება და მათ შორისაა  ვითიბი  ბანკი, 2015 წლიდან. ისე აღნიშნული პროდუქტით, ვითიბის მომხმარებელი უფრო ადრეული წლებიდან სარგებლობს.

 ქართული ბანკებიდან, FCI -ში  ვითიბი მეორე გაწევრიანდა. სულ 3 ბანკია (ვითიბი, თიბისი და საქართველოს ბანკი).  პლატფორმის უპირატესობაა იურიდიული საკითხების მოგვარებისადმი ერთიანი მიდგომა, საერთაშორისო რესურსების ხელმოსაწვდომობა, ერთიანი ქოლგის ქვეშ ოპერაცების ჩატარების შესაძლებლობაა, რაც მაქსიმალურ გამჭვირვალობას განაპირობებს და  შესაბამისად ნდობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს.

 FCI-ის  პანდემიამდელი (2019) სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 3 ტრილიონი ევროს ოპერაცია განხორციელდა, მათ შორის საქართველოში 137 მლნ ევრო. ამასთან, საქართველოს ბაზარზი ერთ-ერთი ყველაზხე მზარდის წლიური  400% -მდე ზრდით გამოირჩეოდა.

 საერთშორისო ფინანსური ჯგუფის წევრობა ვითიბი ბანკს კლიენტებისთვის დაფინანსების მოპოვების და გამარტივების უპირატესობას ანიჭებს. შესაძლებელს ხდის მომხმარებელთა ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებას, აჩქარებს დაფინანსების პროცედურებს და ქმნის საუკეთესო პირობებს.

 FCI-ის მხრიდან  საქართველოსადმი პოზიტიური განწყობა სამივე მონაწილე ბანკის დამსახურებაა. 2021 წლის თებერვალში ჩატარდა ფაქტორინგის ონლაინ კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში ფაქტორინგის ბიზნესის განვითარებას.

 ამის შემდგომ გაჩნდა მსოფლიოსთვის საქართველოში მიმდინარე, ფაქტორინგთან დაკავშირებული პროცესების მეტად გაცნობის ინიციატივა. პუბლიკაციაზე ბანკის ვაჭრობის ფინანსირების განყოფილების ხელმძღვანელმა ლიკა ძნელაძემ და კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა  ვლადიმერ რობაქიძემიმუშავეს. სტატია გამოსცა ბიზნეს სამყაროში რეიტინგულმა გამომცემლობამ, ბრიტანულმა BCR Publishing Ltd, -მა და 25-ე გამოცემაში პირველად მოხვდა საქრთველიო. მიზანიც მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობას ემსახურებოდა.

 

ფაქტორინგის დაფინანსება 2020 -ში 20%-მდეა გაზრდილი, მთლიანად ვაჭრობის დაფინანსება კი 16.2%-ით, პანდემიის მიუხედავად.

ბაზარი 2021 წელს ვაჭრობის დაფინანსების  18-19% -ის ზრდას ვარაუდობს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ფაქტორინგზე, როგორც კარგად სტრუქტურირებულ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტზე.

პროვაიდერი ბანკები დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტორინგის მოცულობა, საერთაშორისო ფაქტორინგის ჩათვლით, კვლავ გაიზრდება, პირველ რიგში FCI– ის წევრი ბანკების პოლიტიკის გამო და იმის გამო, რომ სხვა ქართულმა ბანკებმა დაიწყეს ფაქტორინგული ოპერაციების ჩატარება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები