ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოჯახების 14%-ის მინიმუმ ერთმა წევრმა სამსახური დაკარგა
4 ოქტომბერი, 2021, 16:16
ოჯახების 14%-ის მინიმუმ ერთმა წევრმა სამსახური დაკარგა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისი-ივნისის პერიოდამდე.  

რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 16.3 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5 პროცენტს შეადგენს. კვლევა საქსტატმა UNICEF-მა ჩაატარეს და მონაცემები მაისი-ივნისში გამოკითხული 1996 ოჯახის პასუხებს ეფუძნება.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%), კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები