






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) – ბრიტანულმა M&G PLC-მ Georgia Capital-ში (GCAP) საკუთარი წილი 5.8%-დან 4.85%-მდე შეამცირა.
10 სექტემბრის
მდგომარეობით, M&G PLC-ს 5.72%-იანი წილი ეჭირა.
ტრანზაქცია 30 სექტემბერს დასრულდა.
ტრანზაქციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა 2,305,610 - ია.
M&G PLC GCAP-ის აქციონერთა სტრუქტურაში რამდენიმე
კომპანიითაა წარმოდგენილი, მათ შორის თავისი შვილობილი - M&G Group
Regulated Entity Holding Company Limited-ით, ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული M&G Group Limited-ით, თავის მხრივ, M&G
Group Limited-ის შვილობილი
M&G FA Limited-ით
და მისი შვილობილი M&G Investment Management Limited-ით.
M&G PLC -მდე წილს ივლისიდან მოყოლებული ამერიკული Eaton
Vance-ი იმცირებს. ივლისის
5.14%-დან, მესამე, ბოლო საჯარო, 9 სექტემბრის ტრანზაქციით, 2.82% ჰქონდა და შედეგად,
იგი მე-8 ყველაზე მსხვილ აქციონერს შორის იყო, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის ათეულშიც
აღარ ფიქსირდება.
GCAP-ის TOP10 აქციონერი:
აქციონერი |
წილი 1H21-სთვის |
წილი FY20-სთვის |
წილი 10.09-სთვის, Bloomberg-იდან |
წილი დღეს,
Bloomberg-იდან |
Eaton Vance |
5.80% |
5.95% |
2.82% |
N/A |
M&G PLC |
5.09% |
5.77% |
5.72% |
4.85% |
Schroder Investment Management Ltd |
4.33% |
3.95% |
4.45% |
4% |
RWC Partners Ltd |
3.11% |
3.15% |
4.52% |
4.43 |
Coeli Frontier Markets AB |
3.31% |
2.72% |
2.77% |
3.32% |
Vanshap Capital LLC |
2.63% |
2.48% |
4.47% |
4.49% |
Aberdeen Standard Investments |
2.53% |
2.65% |
N/A |
N/A |
Dunross & Co AB (incl. UBS) |
N/A |
2.57% |
N/A |
N/A |
Allan Gray Ltd |
3.54% |
N/A |
2.51% |
4.27% |
Firebird Management LLC |
2.47% |
2.51% |
N/A |
N/A |
Norges Bank Investment Management |
2.41% |
N/A |
N/A |
N/A |
Allan Gray Proprietary Limited |
N/A |
N/A |
4.25% |
4.27% |
Consilium Investment Management LLC |
N/A |
2.27% |
N/A |
N/A |
Jupiter Fund management PLC |
N/A |
N/A |
3.53% |
3.54% |
Interactive Brokers |
N/A |
N/A |
4.83% |
4.7% |
JP Morgan Chase&co |
N/A |
N/A |
N/A |
3.88% |
დღეის მდგომარეობით, კომპანიას 47,549,785 ჩვეულებრივი აქცია (+54,000
ხაზინაში, ხმის უფლების გარეშე) აქვს გამოშვებული.
შეგახსენებთ, GCAP-მა AGM-ზე (მიმდინარე წლის 10 აგვისტოს) ახალი, $10 მლნ-იანი გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოისყიდა და გააუქმა 300,000
ცალი ჩვეულებრივი აქცია. პროგრამის მიზანი კაპიტალის შემცირებაა.