ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BOGG-მ თანამშრომლებისთვის საბონუსე აქციები შეიძინა
მარიამ მინაძე
4 ოქტომბერი, 2021, 19:05
BOGG-მ თანამშრომლებისთვის საბონუსე აქციები შეიძინა

თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)  თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა კომპანიამ, Sanne Fidiciary Services Limited-მა, ბროკერის მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 7,706 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო ფასმა თითო აქციაზე £15.49 შეადგინა.

ვაჭრობა 1 ოქტომბერს შედგა, ხოლო აქციები აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი. წინა ვაჭრობა 24 სექტემბერს შედგა, საშუალო ფასი თითო აქციაზე - £15.01.

აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 628,662 ცალი აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალის 1.28%-ია (24 სექტემბრისთვის 1.26%).  აქედან, 394,195 აქცია არსებული ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.

მენეჯერებისა და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს. ზაფხულში კი ტრანზაქციებს შორის, მინიმალური შესყიდვის ფასი £12.81 -  11 ივნისს დაფიქსირდა.

BGEO-ს აქციების ფასი დღეის მდგომარეობით £15.8-ის ფარგლებში მერყეობს.

BGEO-ს ორივე, თანამშრომელთა და აღმასრულებელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტმა როგორც ჩანს, ცვალებადი ანაზღაურების გაცემა დაიწყო. მენეჯმენტმა თავი წარმატებით გაართვა კრიზისის პირობებში კომპანიის მართვას და მაჩვენებლები, პამდემიამდელ დონეზე დააბრუნეს, რითიც მოახერხეს აქციონერებისთვის ნახევარწლიური დივიდენდის გამოცხადებაც, 70 მლნ-ის ოდენობით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები