ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიუჯეტი სსფ-ს სესხზეც უარს ამბობს
4 ოქტომბერი, 2021, 15:28
ბიუჯეტი სსფ-ს სესხზეც უარს ამბობს

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მშპ- რეალური ზრდა 6%-ის, მომდევნო წლებში კი საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2021-ის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%- შეადგენს.

2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6%-ით).

მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%- შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ- 4.3%-

2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა, დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ- 22,0%- შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-   8,5%- შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ- 7-7,1%-ის ფარგლებშია.

2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7%-

თქვენ იცით, რომ გასულ წელს  პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ- 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობა სესხს, სსფ-სგან არც ტრადიციულ საბიუჯეტო  დახმარებისთვის  აიღებს. ახალი პროგრამით, რომელიც წლის ბოლოს  დაიწყება, მხოლოდ  ინდიკატორები იქნება გაწერილი და დონაცია შესაძლოა, მხოლოდ სებ-ისთვის იყოს.

2022 - ის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 18 443.3 მლნ ლარიახარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები (სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია,მასწავლებელთა ხელფასების ზრდა).

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით  ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით.  „ეს ძირითადად მოიცავს მკურნალობის, ვაქცინის ხარჯებს, რომელიც დამატებით შესაძლოა ქვეყანას დასჭირდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285 მლნ-ით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვისსახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.

მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე მიიმართება 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით); ზრდა დაკავშირებულია 2021 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან.

სოციალური შეღავათებისთვის მაღალმთიან დასახლებაში გათვალისწინებულია 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც.იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია108.9 მლნ ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის გათვალისწინებულია1 862.3 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 323.4 მლნ ლარით.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 463.8 მლნ ლარზე მეტი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე  379.9 მლნ ლარი;

სულ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 134 მლნ ლარის ფარგლებში;

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება  შეადგენს  975.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 577.0 მლნ ლარს, საიდანაც  მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მიიმართება 84.6 მლნ ლარი,  ერთიან აგროპროექტზე  257.7 მლნ ლარი და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. მათ შორის: მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; მეწარმეობის განვითარება - 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45.0 მლნ ლარს; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 22.7 მლნ ლარი.  

უნდა კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, რომელიც ეფუძნება დღემდე არსებულ პარამეტრებს. მას შემდეგ, რაც  დაიწყება  განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და შესაბამისი შენიშვნებით და კომენტარებით  ბიუჯეტის ეს ვერსია დაბრუნდება მთავრობაში, უკვე მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება დაზუსტდეს მთელი რიგი პარამეტრებისა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით და აღნიშნული დაზუსტებული პარამეტრებით და გამოთქმული კომენტარების შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენა პარლამენტში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები