ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საბანკო სექტორისთვის საგადასახადო შეღავათმა შესაძლოა კიდევ გადაიწიოს
5 ოქტომბერი, 2021, 18:56
საბანკო სექტორისთვის საგადასახადო შეღავათმა შესაძლოა კიდევ გადაიწიოს

თბილისი (GBC) – სებ-ის სტატისტიკით, 01.09.2021 -ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი - 1.5 მლრდ ლარია, რომელსაც ბანკები გაისად შეიტანენ.

2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლის გეგმიურთან შედარებით, 43%-ით (408,2 მლნ ლარით) გაზრდილია.

ზრდა საბაზო ეფექტითაა, რადგან 2020-ში  სექტორმა 100 მლნ-იც  ვერ შეიტანა. როგორც იცით, პანდემიის კრიზისის საპრევენციოდ, სებ-ის მიერ ბანკებისთვის დაკისრებული 1 მლრდ ლარამდე ნამეტი რეზერვის შექმნის გამო, სექტორმა მარტში 1 მლრდ -მდე ზარალი აჩვენა.

ოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება ( ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება).

წელს ბანკებმა 2020-ის  დეკლარაციები ამ გაზაფხულზე წარადგინეს და 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%)  (განაკვეთი -15%) გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება.

ბანკებმა,  სხვა პროფილის კომპანიებისგან განსხვავებით, შეღავათით 4 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლეს და კიდევ 1 წელი და 2 თვე ვერ ისარგებლებენ. ისინი ბიუჯეტში 15% -ს დივიდენდებად  განაწილებული მოგებიდანაც იხდიან და გაუნაწილებელიდან.

როგორც გახსოვთ, 2017-2018 წლებში, სებ-ის მიერ დაკრედიტების ჩარჩოს გამკაცრების (პასუხისმგებლიანი დაკრედიტება) პარალელურად, ბანკებისთვის არც შემსუბუქებული საგადასახადო  რეჟიმი გავრცელდა. რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან, საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი, მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლებულია, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...). ჯერჯერობით 2023 წლამდეა გადავადებული.  ცნობილია მხოლოდ რომ ვადა არ გადმოიწევს და არ არის გამორიცხული რომ  კიდევ გადაიწიოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები