






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი
(GBC) - საქართველოს საფინანსო სექტორზე პანდემიის წნეხის შემსუბუქების პარალელურად,
Fitch Ratings– ი ბაზრის შეზღუდულ შესაძლებლობებზეც აღნიშნავს. საქართველოს შესახებ
გამართულ ვებინარზე, სარეიტინგო კომპანიამ
შიდა ურესურსობაზე განაცხადა. საბანკო
სექტორი საგარეო რესურსების იმედად რჩება. ამასთან Fitch-ი დასძენს, რომ საგარეო წყაროებზე
ბანკების ხელმისაწვდომობა მაღალია. სექტორმა საერთაშორისო ბაზრებზე კარგი წვდომა შეინარჩუნა.
მთავრობა შშმ-ეა. სახელმწიფოს შესაძლებლობები და ინსტრუმენტები შეზღუდულია.
სექტორისთვის უცხოური ვალუტის მიწოდებაში.
როგორც იცით,
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამაც პრევენციულია (precautionary: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო მისიით, დაფინანსება გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ... ). ფინანსთა
სამინისტრომ გვითხრა, რომ პროგრამა, რომელიც წლის ბოლოს შეთანხმდება, დაფინანსების გარეშეა. საბიუჯეტო დახმარებას არ
მოიცავს. ანალოგიური იქნება სებ-ის ნაწილშიც, თუმცა სებ-ის ინფორმაციით, დაფინანსებას
მოითხოვს თუ არა. ჯერ არ გადაუწყვეტია.
Fitch Ratings– ი პრეზენტაციაში წერს, რომ ხელისუფლება ბანკებისთვის ვალუტის მიწოდებაში შეზღუდულია.
სარეიტინგო კომპანია ლარიზაციის კამპანიის შანსებსაც
ვერ ხედავს, მოკლევადიან პერსპექტივაში. მისი მოლოდინით, დოლარიზაციის დაძლევას უფრო ხანგრძლივი პერიოდი
დასჭირდება.
დედოლარიზაცია
ბალანსის ორივე მხარეს მეტ დროს წაიღებს. Fitch Ratings ხელშემშლელე 3 ფაქტირზე მიანიშნებს. სავალუტო და
ლარის სესხებს შორის მაღალ სპრედზე, ლარის
არასტაბილურობასა და გრძელვადიან ლარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.
აღნიშნავს, რომ
დაკრედიტება, რომელიც პანდემიის კრიზისის მიუხედავად,ზომიერ ზრდას ინარჩუნებს მაღალდოლარიზებული
რჩება.
ბანკებისთვის პირდაპირი უცხოური ვალუტის რისკი დაბალია, თუმცა გაცვლითი კურსის მერყეობა კვლავ მნიშვნელოვან გავლენად რჩება აქტივების ხარისხისთვის.