GE EN
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინ...

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და  Schroder Investment Management North America.ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის.როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

1713511272

საქართველოში რეგისტრირებული თითქმის მილიონი კომპანიიდან მხოლოდ 27% ფუნ...

რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია, ამათგან კი მოქმედი 60 927 ბიზნესია (შესაბამისად, მათი საქმიანობის სფეროც უცნობია).საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 198 255 ბიზნეს სუბიექტი – საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიურ მხოლოდ 43%-ია.დარგების ხუთეული – ყველაზე მეტი სუბიექტით:საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 198 255 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 85 747 სუბიექტი (43%)დამამუშავებელი მრეწველობა - 44 634 რეგისტრირებული, აქტიური - 18 336 სუბიექტი (41%)ტრანსპორტი და დასაწყობება - 35 126 რეგისტრირებული, აქტიური - 20 046 სუბიექტი (57%)მშენებლობა - 34 084 რეგისტრირებული, 17 654 აქტიური სუბიექტი (51,7%)განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 25 759 რეგისტრირებული, აქტიური 10 848 სუბიექტი (42%)bpn

1713509046

ირანზე ისრაელის იერიშმა ნავთობის ფასი ააგდო

ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი 2,05%–ით გაიზარდა და ბარელი $84,43 ღირს.

1713507388

ისრაელმა ხამენეის იუბილე „მიულოცა“

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა ტელეარხის კითხვას ირანზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.ისრაელელები ამ იერიშს სიმბოლურ დატვირთვასაც აძლევენ, ვინაიდან დღეს ირანის სულიერი ლიდერი იუბილარია, რომელმაც 14 აპრილს ისრაელზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.ძლიერი აფეთქებები იყო დღეს, 19 აპრილს დილით ირანის ქალაქ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. ირანის მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება.მანამდე ამერიკული ტელეკომპანიები CBS და ABC ავრცელებდნენ ცნობებს ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის შესახებ.ირანის საინფორმაციო სააგენტო FARS წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ისპაჰანში აფეთქებები ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურების შედეგი იყო. ამ წყაროს თანახმად, სარაკეტო დარტყმა არ ყოფილა.13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

1713506898

საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტ...

SBFN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 70 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის რეგულატორებსა და საბანკო ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან SBFN-ის წევრია. SBFN-მა აქტიური როლი შეასრულა საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკლევის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მათ შორის განხორციელდა ESG საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, მიღებულ იქნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაცია, შემუშავდა კლიმატის რისკის რადარი, დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და ESG საკითხების სახელმძღვანელო, გამოქვეყნდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიში და სხვა.ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი, რაც SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვს საფეხურიან სისტემაში დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "განვითარების" საფეხურიდან "კონსოლიდირების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო.SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტემა:

1713447961

აგროდაზღვევის პროგრამით დასაზღვევი მიწის ფართობი გაიზარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად  21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით; სოფლის განვითარების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების გაგზავნისთვის.ორგანიზაციის ინფორმაციით, იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები. კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის  ქვედა და ზედა ზღვარი. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ  რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო  რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.სააგენტოს ცნობით, 2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას.   

1713443440