ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი ღარიბაშვილი ჯუკანოვიჩს შეხვდა.
8 ოქტომბერი, 2021, 20:43

თბილისი (GBC) - პირისპირ შეხვედრისას აღინიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ისტორიული, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯია. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის  გაღრმავებას, საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე.  ყურადღება გამახვილდა აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. ასევე, ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში არსებულ პარტნიორობას.

საუბარი შეეხო  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში, რომელიც განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს. პრემიერ-მინისტრი მიესალმა მონტენეგროს მზადყოფნას, ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნატოსა და მოკავშირე ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების  მნიშვნელობაზე და საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ასევე ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების ევაკუაციის პროცესში.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც მონტენეგროს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები - განსაკუთრებულ საქმეთა მრჩეველი მილან როჩენი, მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თამარა ბრაიოვიჩი, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  დრაგიცა პორონაკი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები