ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0696        EUR 3.4625        GBP 4.1464        RUB 3.8759        UAH 1.0662        AZN 1.8052        AMD 6.3685      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს რედკომ, King’s Garden-მა და საქინვესტმა ბინა უყიდა
12 ოქტომბერი, 2021, 18:00
ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს რედკომ, King’s Garden-მა და საქინვესტმა ბინა უყიდა

თბილისი (GBC) - დეველოპერული კომპანია „რედკო”, „King’s Garden”და „საქინვესტი“ უსამძიმრებენ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას."- აცხადებენ კომპანია ,,საქინვესტ“-ში.

„ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა.“ - განაცხადა კომპანია „რედკოს“ მფლობელმა. „ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ.“ - განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.

ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 2 გია შომახიას ოჯახის წევრია. კომპანიები „რედკო“, „King’s Garden“ და „საქინვეტი“ გია შომახიას ოჯახის დასახმარებლად გაერთიანდა და მას და მის შვილს ბათუმში ბინა შეუძინა.

დეველოპერულმა კომპანიამ „რედკო“ „King’s Garden-თან“ და „საქინვესტთან“ ერთად ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები