






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა - „ნამახვანის“ პროექტი ძალიან
მნიშვნელოვანია, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, ჩვენი სურვილია, დიალოგის
რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ საკითხის დარეგულირება
თურნავას თქმით, მათი სურვილია, არა
საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შეძლონ კომპანია
„ენკასთან“ საკითხის დარეგულირება.
„ ჩვენი ამოცანაა, ელექტროენერგიის მომატებული მოხმარება შიდა წყაროებით იფარებოდეს და ჩვენს საკუთარ
ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს.
შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი
მიმართება არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“
ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა,
არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია
„ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილი არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, –
განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით საკითხზე სამუშაო ჯგუფიმუჭშაობს.
„ მე პირადად რა თქმა უნდა ვაკვირდები ამ პროცესს
და ვამონიტორინგებ, ხდება სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე
ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის
მარტივი პროცესი, ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება,
ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა,
გავიდეს და ა.შ. ასე არ ხდება. მთელი რგი პასუხისმგებლობებია. ვსაუბრობთ,
ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გიდასტურებთ,
რომ არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფი ჩვენი მხრიდანაც, მათი
მხრიდანაც და არის პერიოდული
შეხვედრებიც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, მათი სურვილია,
მომავალ წელს გამოცხადდეს ინვესტორების საერთაშორისო შერჩევა.
„რამდენიმე თვის წინ მოვიწვიეთ საერთაშორისო
კონსულტანტები, მათ გააკეთეს ჩვენთვის განახლება ამ პროექტის და საინვესტიციო
შეთავაზების. გარკვეულწილად განახლებული სტრუქტურით, სადაც მთავრობის მონაწილეობა
შეიძლება, მეტად წონადი იყოს და მეტად მიმზიდველი გავხადოთ ეს პროექტი ამ
თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მომავალში უკვე ვეკონტაქტოთ ინესტორებს, თუმცა
პროექტი არის კომპლექსური. გეთანხმებით, მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც
წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა მიაყენა პროექტს,
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერ განხორციელდა ამდენი წელი. დღეს უნდა გვქონოდა
ჩვენ ოპერირებადი პორტი და ამის მაგივრად გვაქვს ჯერ კიდევ პროექტი, თუმცა ამაში
დადებითსაც ვხედავ, უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი.
ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალ წელს
გამოცხადდეს საერთაშორისო შერჩევა ინვესტორების. ჩვენი სურვილი კვლავაც არის, რომ
ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, თუმცა შევხედავთ.
სახელმწიფო ისედაც კარგად იყო წარმოდგენილ ამ პროექტში, ეს იყო მიწა, გარანტორი
სახელმწიფო არ უნდა იყოს ამ პროექტში. პროექტი საკმაოდ მიმზიდველია, კონკრეტულად
რა სტრუქტურით იქნება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. სახელმწიფო კვლავაც საკმაოდ
წარმომადგენლობითად იქნება პროექტში, ჩვენ ვხედავთ მის პერსპექტივას“, – განაცხადა
თურნავამ.