






USD | 2.9077 |
EUR | 3.0403 |
GBP | 3.5108 |
TRY | 0.1736 |

თბილისი (GBC) - ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი წნეხის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის შესაძლებლი. 2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი, წელს, მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, 2022 წლის ბიუჯეტის პროეტზე დასკვნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა და აღნიშნა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მდგრად დონეს - 3%-ს (ან ნაკლებს) 2023 წლისთვის უნდა მიაღწიოს.
2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლების მსგავსად, საგარეო ვალდებულებების ზრდაა, თუმცა ასევე დაგეგმილია საშინაო ვალდებულებების მატებაც. პროექტით 2022 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ნაშთის 1,3 მლრდ ლარით ზრდა მოიაზრება, მაშინ როდესაც 2021 წელს აღნიშნული ნაშთის კლებაა დაგეგმილი.
მესტვირიშვილმა ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ ზრდაზე აღნიშნა. რაც დაგროვებული მოთხოვნის არხით ინფლაციაზე წნეხს ქმნის (წნეხია მიწოდების მხრიდანაც) დაგეგმილზე უფრო სწრაფი ფისკალური კონსოლიდაცია კი ინფლაციური წნეხის შერბილებას უწყობს ხელს. პანდემიის გაურკვევლობაში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზით, ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი წნეხის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის შესაძლებლი.
სებ-ი ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას დაეყრდნო ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას (იხ. ცხრილი ), რამდენადაც ის უკეთესად ასახავს ბიუჯეტის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე.
მლნ ₾ |
2021 წლის დამტკიცებული გეგმა |
2022 წლის |
ცვლილება |
შემოსავლები |
12,599 |
14,130 |
1,531 |
საგადასახადო შემოსავლები |
11,063 |
13,071 |
2,009 |
არასაგადასახადო შემოსავლები |
1,536 |
1,059 |
-478 |
ხარჯები |
16,552 |
17,056 |
504 |
მიმდინარე
ხარჯები |
12,581 |
12,293 |
-288 |
კაპიტალური
ხარჯები და წმინდა დაკრედიტება |
3,972 |
4,764 |
792 |
დეფიციტი |
3,953 |
2,926 |
-1,027 |
დეფიციტის დაფარვა |
3,953 |
2,926 |
-1,027 |
დეპოზიტების
კლება |
1,566 |
-241 |
-1,806 |
ვალდებულებების
ცვლილება |
2,387 |
3,167 |
779 |
ვალდებულებების
ზრდა |
5,124 |
4,404 |
-720 |
მ.შ
საგარეო ვალდებულებები |
5,274 |
3,104 |
-2,170 |
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები |
-150 |
1,300 |
1,450 |
ვალდებულებების
კლება |
2,737 |
1,237 |
-1,500 |
მ.შ
საგარეო ვალდებულებები |
2,694 |
1,194 |
-1,500 |
მთავრობა თავის მხრივ ფისკალური კონსოლიდაციის ყველა პარამეტრის ხელშეუხებლობის პირობას დებს. ბიუჯეტი ყველა მიმართულებით შესაძლოა კორექტირდეს, თუმცა დეფიციტის პარამეტრის - 4.4% გადახედვა არცერთ ეტაპზე მოიაზრება.
საგარეო ვალის შემცირება და დონორების დახმარებებზე უარი 2022-ის პრიორიტეტად რჩება. არსებული სტრუქტურით ვალის საგარეო მოწყვლადობა მაღალია (20-30% საშინაოთი მაინც ბალანსდებოდეს, კიდევ ჰო), რაც ფისკალური კონსოლიდაციის საფრთხეებს აჩენს. სებ-ი ააგარეო დაფინანსებიდან ფისკალური კონსოლიდაციის საფრთხეებს არასდროს ამჩნევდა. ინფლაციურ წნეხს საერთოდ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ასუსტებს.