ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8657        EUR 3.0689        GBP 3.6108        RUB 4.3259        UAH 0.9727        AZN 1.689        AMD 6.3789      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს
19 ოქტომბერი, 2021, 11:00
საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს

თბილისი (GBC) - 62 გამარჯვებული ათამდე ნომინაციაში - საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და რკინიგზელებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა. არსებული პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება.

მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის - საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციაა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად სპეციალური კომისია ასახელებს. საქართველოს რკინიგზაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს თანამშრომლებს პროფესიულ წარმატებას მასშტაბურ ღონისძიებაზე მიულოცავენ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები