ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
IMF: ბიუჯეტიდან სესხების და გარანტიების გაცემა ვალის სტაბილიზაციას საფრთხეს უქმნის
მარიამ მინაძე
19 ოქტომბერი, 2021, 16:05
IMF: ბიუჯეტიდან სესხების და გარანტიების გაცემა ვალის სტაბილიზაციას საფრთხეს უქმნის

თბილისი (GBC) – “კომპრომისები დღეს ხვალინდელი ტრანსფორმაციისთვის შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში“ - ამ სახელწოდებით დღეს  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვა წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის მთლიანი ვალი 2020 წელს მშპ - 86.8%-დან 2021 წელს მშპ -ის 91.7 %-მდე გაიზრდება და თანდათანობით შემცირდება 2022-2026 წლებში, ხოლო 2023 წელს პრეკრიზისულ დონეს დაუბრუნდება.

თუმცა, ფონდის თქმით, განსხვავებული დინამიკა იქნება კონკრეტულ ქვეყნებში საშუალოვადიან პერსპექტივაში. ვალის კოეფიციენტები სომხეთში, საქართველოში და ტუნისში პრე-პანდემიურ დონეზე მაღლა შენარჩუნდება, ხოლო ეგვიპტეში, იორდანიასა და პაკისტანში კი უფრო დაბალი იქნება.

2019 წელს საქართველოს სახელმწიფოს ვალი მშპ-სთან მიმართებაში 40% იყო, ხოლო 2020 წელს კი ეს მაჩვენებლი 60% გახდა. IMF ელის, რომ საქართველოს ვალი მშპ-სთან მიმართებაში 2026 წლისთვის 45%-ის ფარგლებში იქნება.

ეს კი შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზრიის რეგიონის, განვითარებადი ბაზრების და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის, სადაც სულ 7 ქვეყანა შედის, საქართველო, სომხეთი, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი, პაკისტანი და მაროკო შედიან, ყელაზე დაბალი მაჩვენებელია. მათ შორის, აღნიშნული ქვეყნების მაჩვენებლებს საქართველოს მაჩვენებლი ჩამოუვარდებოდა როგორც 2019, ისე 2020 წელს და დაბალია 2026 წლის IMF-ის პროგნოზიც.

IMF-ის თქმით, რეგონში 2020 წელს ვალის დაგროვებამ გამოიწვია მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროებების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც დაგეგმილია, რომ  ჯამში 2021–2022 წლებში $564 მლრდ- მიაღწევს, რაც დაახლოებით 20%-ით მეტია 2018–2019 წლებთან შედარებით.

გარდა ამისა, ვალებისა და პირობითი ვალდებულებების ზრდამ (ბიუჯეტის ზომებიდან გამომდინარე, როგორიცაა სესხების გაცემა ან გარანტიები, ისევე როგორც კვაზი-ფისკალური ოპერაციების მრავალი სხვა ფორმა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მეშვეობით) შეასუსტა მთავრობის ბალანსი, რაც საფრთხეს უქმნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს.

სავალუტო ფონდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შიდა მოთხოვნა და ნავთობის ფასები შემცირდა 2020 წელს, მთლიანი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ჯამურად, 2020 წლისთვის მშპ - 3.4%-დან მშპ - 3.9%-მდე გაიზრდება 2022 წლისთვის.

ეს კი ასახავს ბალანსს საქონლის ექსპორტზე გლობალური აღდგენის პოზიტიურ ზემოქმედებას, ნავთობის უფრო მაღალი ფასების გავლენას და შიდა მოთხოვნის აღდგენას იმპორტზე და მოგზაურობისა და ტურიზმის შენელებულ აღდგენას შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ლიბანსა და მაროკოში.

 შეგახსენებთ, მთავრობის ვალი, 60%-იან ნიშნულს, 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა. ფონდი კი თავის მხრივ რეკომენდაციას იძლეოდა, რომ ვალი მშპ-ს 40-50%-ზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. რეკორდულად მაღალი იყო ბიუჯეტის დეფიციტიც 2020 წელს, 8.6%-ის ოდენობით. 

თვის დასაწყისში პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის დეფიციტის და მშპ-სთან მიმართებით, მთავრობის ვალის შემცირების მნიშვნელობაზე რამდენჯერმე აღნიშნა. თქვა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ს არ უნდა გაცდეს, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი მთავრობის ვალის 60%-დან 54%-ზე ჩამოდიან, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 52%-მდე მცირდება.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები