






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი (GBC) - მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიკა მელიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ჩვეულებრივი ზონდერი და კრიმინალია.
„შეეშვას ტყუილებს, ვიცი, რომ მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - მთავრობის მეთაურის თქმით, კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტის შექმნის ფარსითავის მოტყუებაა.
„თავის თავს რომ ატყუებენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას, შეურაცხყოფას აყენებენ ამით. რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ჰგონიათ, ადამიანები ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი. ვინ არის „გირჩი“ - ზურა ჯაფარიძე? „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ. კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მატი ნატურა არ შეიცვლება. იგივეა, კაცმა ეშმაკს დაუჯეროს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.