ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD, EU და შვედეთი მცირე კომპანიებს ციფრულ გაყიდვებში ეხმარებიან
მარიამ მინაძე
22 ოქტომბერი, 2021, 18:58
EBRD, EU და შვედეთი მცირე კომპანიებს ციფრულ გაყიდვებში ეხმარებიან

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი (EU) და შვედეთი ქართულ კომპანიებს ციფრული გაყიდვების შესაძლებლობის გაძლიერებაში ეხმარებიან.

როდესაც დეველოპერმა ქეთი ვაჩიბერიძემ თავისი ონლაინ ელექტრონული კომერციის პლატფორმა, B2C.GE, 2019 წლის დასაწყისში აამოქმედა, ქართულ ბიზნესს ნაკლებად სჯეროდა ონლაინ გაყიდვების ძალა.

შემდეგ 2020-მა Covid-19 პანდემია მოიტანა და ბიზნესი იძულებული გახდა დახურულიყო, მიღებული ლოქდაუნის ზომების გამო. 

ბევრისთვის ციფრული სვლა ერთადერთი გზა იყო დარჩენისთვის. ამრიგად, პანდემიის უპრეცედენტო გამოწვევებმა B2C.GE-ს უზარმაზარი შესაძლებლობა მისცა.

EBRD, შვედეთის დაფინანსებით, კომპანიას დაეხმარა გაეზარდა და უზრუნველეყო მომსახურება ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ახლა კი EBRD და EU B2C.GE-ის სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის მცირე კომპანიებისთვის. გადმოიტანეს საერთასორისო საუკეთესო პრაქტიკა.  პირველ რიგში კი დაარწმუნეს კლიენტები, რომ ონლაინ მაღაზიები არ იყო ფუფუნება, არამედ იყო შემოსავლის მნიშვნელოვანი გენერატორი.

ვებ-გვერდზე 2019 წელს 150 მაღაზია იყო რეგისტრირებული. პირველი ლოქდაუნის პირობებში, 2020 წლის მარტისთვის კი თითქმის გასამმაგდა.

ბანკი დაეხმარა B2C.GE-ს ადგილობრივი კონსულტანტების ჩართვაში მისი ფუნქციონალის გლობალურ ელექტრონულ კომერციის პლატფორმებთან შესაბამისობაში მოყვანაში, სააღრიცხვო სისტემების, ადგილობრივი გადახდის ვარიანტების, მიტანის სერვისების და საწყობის მართვის სისტემების ინტეგრირებასა და მობილური აპლიკაციების დანერგვაში.

დღეს კი მაღაზიების რაოდენობა პლატფორმაზე 135%-ით გაიზარდა პროექტის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა კომპანიის გაყიდვები 1000%-ზე მეტი იყო 2020 წლის ყველაზე დატვირთულ სავაჭრო თვეებში - ნოემბერსა და დეკემბერი.

ვაჩიბერიძის ცნობით, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა. უკვე, ადამიანების დაახლოებით 60% ამოწმებს პროდუქტებს ონლაინ შესყიდვის წინ: თუ პროდუქტი არ არსებობს, ან თუ არ არის ინფორმაცია ქსელში. პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი.

Gal&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომერციის პენეტრაცია და დანახარჯი თითო მომხმარებელზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებს.

საქართველოში ელექტრონული კომერციის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, EBRD და B2C.GE კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივით, სერვისები მცირე კომპანიებისთვისაც გაუშვეს.

EBRD-ის ცნობით, შესაბამისი კომპანიები დატრენინგდებიან ციფრული მარკეტინგის სფეროში და მათი პროდუქცია განთავსდება ინტერნეტში უფასოდ, რაც ხელს შეუწყობს ციფრული გაყიდვების რაოდენობის გაზრდას, მათი ბიზნესის გაფართოებას და ინოვაციის განვითარებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები