ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს შეხვდა
21 ოქტომბერი, 2021, 17:46
ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს შეხვდა

თბილისი (GBC) - საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, რეფორმის მიმდინარეობას საქართველოში პანდემიით განსაზღვრული რეგულაციებმაც ვერ შეუშალა, რაც მის პრიორიტეტულობას მიანიშნებს.

თავის მხრივ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობას, მასში ბაზრის მონაწილე კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელზეც რეფორმის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული.

ითქვა, რომ საქართველომ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო, მიეღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების ღია და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება - განვითარებაც. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის უწყვეტ ენერგომომარაგებას და უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები