ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სსე-ს შემდეგ საგ-ას ჯერია
21 ოქტომბერი, 2021, 21:16
სსე-ს შემდეგ საგ-ას ჯერია

თბილისი (GBC) - ელექტროსისტემის (სსე) შემდეგ, აეროპორტების ჯერია. საგა უნდა რეფორმირდეს, რომ დივიდენდები მპუტანოს ქვეყანას. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას,  მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.


 მინისტრის თქმით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სევე როგორც IMF-ი და OECD-ის მთავრობას,ნ სახელმწიფო საწარმოების  კორპორატიზაციაში ეხმარებიან.

 

„შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი", -  აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით,  წარმატებული მაგალითი უკვეა,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რომელსაც დამოუკიდებელი ბორდი მართავს OECD-ის სტანდარტებით. საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას განაპირობებს.


„ამან მოიტანა შედეგი - პანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორ იცით კორპორატიზაციის გზაზე მდგარ კომპანიებს შორისაა საქართველოს  ფოსტა, საქართველოს რკინიგზა...


კორპორატიზიით გაკოტრებას გადარჩენილი სახელმწიფო საწარმოები, საპარტნიორო ფონდი რომ მართახდა, ისინიც, ბონდებს გამოუშვებენ, სადაც საპენსიო ფონდის ფულის ჩაიდება.


"მივადგეთ სახელმწიფო საწარმოებს" - მოწოდება ფინანსთა წინა მინისტრს  ვანო მაჭავარიანს ეკუთვნის, რომელთან ერთადაც ინიციატივაზე ეკონომიკის მინისტრი მუშაობდა და მუშაობს ფინანსთა ამჟამინდელ მინისტრთან.


რეფორმის არსი  არაორდინალურ გამოსავალშია, რაც გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივას.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები