ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0696        EUR 3.4625        GBP 4.1464        RUB 3.8759        UAH 1.0662        AZN 1.8052        AMD 6.3685      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Morrison-ის FTSE 100-დან გამოვარდნამ TBC FTSE 250 -ში დააბრუნა
მარიამ მინაძე
25 ოქტომბერი, 2021, 16:27
Morrison-ის FTSE 100-დან გამოვარდნამ TBC FTSE 250 -ში დააბრუნა

თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC (TBC PLC) FTSE 250 ინდექსში 27 ოქტომბრიდან ბრუნდება.

მიზეზი ბრიტანული Morrison სუპერმარკეტების FTSE 100 ინდექსიდან, სასამართლო სანქციის გამო, გამოვარდნაა.  

კომპანიის ინდექსიდან გამოვარდნამ ცვლილება ასევე ბრიტანულ Darktrace-ზე იქონია, რომელმაც 100-ეულში ჩაანაცვლა, ხოლო Darktrace-ის გადანაცვლებამ კი TBC PLC FTSE 250-ში დააბრუნა.

TBC PLC FTSE 250 -დან 4 მაისიდან გამოვარდა და FTSE SmallCap ინდექსში გადაინაცვლა (SmallCap Index რეალურ დროში გამოითვლება და ყოველ წუთში ქვეყნდება).  

ის ბრიტანული Wickes Group –ის  Travis Perkins-დან გამიჯვნის და ფიქსირებული ინდექსების ხელახალი რანჟირების შემდეგ დაზარალდა.  

TBC - ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, პრემიუმ ლისტინგში 2016 წელს გადაინაცვლა.

TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შესვლაზე 2017 წლის ივნისში განაცხადა, რაც  ლონდონში დალისტულ TOP 350-ში მოხვედრას ნიშნავს, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კომპანიებს შორის.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მე-2 უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-მდე კომპანიას.

FTSE SmallCap ინდექსი კი მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების ინდექსია, რომელიც მოიცავს 351-დან და 619-ე მსხვილ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

იხილეთ მეტი: http://gbc.ge/index.php?newsid=119043

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები