ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თუ რკინიგზის რეფორმის ყველა პუნქტი შესრულდება ევროკავშირის დაფინანსებას მივიღებთ
26 ოქტომბერი, 2021, 20:39
თუ რკინიგზის რეფორმის ყველა პუნქტი შესრულდება ევროკავშირის დაფინანსებას მივიღებთ

თბილისი (GBC) - საქართველოს აქვს მზაობა და მისწრაფება, განახორციელოს რკინიგზის დარგის რეფორმირება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მის კანონმდებლობასთან დაახლოებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებაში, მათ შორის, სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში,“ - განაცხადა  ეკონომიკის და მინისტრის მოადგილეm გურამ გურამიშვილმა პროექტის „საქართველოს სამართლებრივი  და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ გახსნის ცერემონიაზე.


მინისტრის მოადგილის განცხადებით,  სარკინიგზო ტრანსპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნია  სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ,  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ ახორციელებს. მიზანი  უსაფრთხოების გაზრდა, გადაზიდვის დროის და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებაა.


გურამიშვილმა  რეგიონალურ და საერთაშორისო დერეფნებსა და ინიციატივებში საქართველოს მონაწილეობაზე აღნიშნა.  რომელთაგან პრიორიტეტულია შუა დერეფნის განვითარება, რომლის საშუალებითაც საქართველოს გავლით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ტვირთის ტრანსპორტირება.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც რკინიგზის სფეროში სამართლებრივი ბაზის განვითარებას შეეხება. 

პროექტი ორიენტირებულია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ ძირითად სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც შეეხება ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის ფორმირებას, სარკინიგზო უსაფრთხოებას და ურთიერთთავსებადობას და რომელთა იმპლემენტაცია საქართველოს სარკინიგზო დარგის მნიშვნელოვან რეფორმირებასთან არის დაკავშირებული. პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები