






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) – პენსიონერი 200 ლარით დასაჩუქრდება, თუ 1 იანვრამდე აიცრება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავის ნებით, უკვე აცრილი პენსიონერი ერთჯერად დანამატს ვერ მიიღებს, რადგან როგორც გაბუნიამ თქვა, პროგრამა მიზნობრივია. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 500 000 აუცრელი პენსიონერია. შესაბამისად საპროგრამო ფონდი 1 მლნ ლარია.
ამასთან, ყველა სრულწლოვანისთვის 1 დეკემბრიდან შეზღუდვები ამოქმედდება. სლოტ კლუბში, კვების, გართობის ობიექტებში მოქალაქეს მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუშვებენ. პირს მწვანე სტატუსი ენიჭება თუ კოვიდ გადატანილია, თუ 2 -ჯერადად აცრილია, თუ 72 სთ ვალიდურობის PCR ან 24 სთ-იანი ანტიგენ ტესტი აქვს უარყოფითი.
ორშაბათის საკოორდინაციოო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმა თქვა, რომ აცრის სავალდებულობის მომხრე არ არის და შეცდომაში არ შევიდეს არავინ. ასევე მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შევიდნენ, არ ეგონოთ, რომ საბაზისო მომსახურების მიღება დაებლოკლებათ. უსტატუსოს მაღაზიაში, კლინიკასა და სხვა საბაზისო ობიექტებში შეუშვებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ სტატუსს ამ დროისთვის მოსახლეობის 54% განეკუთვნება.