ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8657        EUR 3.0689        GBP 3.6108        RUB 4.3259        UAH 0.9727        AZN 1.689        AMD 6.3789      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარადგინა
8 ნოემბერი, 2021, 16:36
მინისტრმა  ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარადგინა

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამისთვის

 

2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, 75,4 მლნ ლარითაა გაზრდილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით,  დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამისთვის. 


„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი იზრდება 25 ლარით, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 22 ლარიდან  იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, ასევე გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. გაზრდილია რეფერალური მომსახურებისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, ასევე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები