ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8657        EUR 3.0689        GBP 3.6108        RUB 4.3259        UAH 0.9727        AZN 1.689        AMD 6.3789      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიუჯეტში მოგების 1/3 ბანკების გადახდილია, 85% კი TBC & BOGG-ის
26 ნოემბერი, 2021, 14:29
ბიუჯეტში მოგების 1/3 ბანკების გადახდილია, 85% კი TBC & BOGG-ის

თბილისი (GBC)  სებ-ის სტატისტიკით, 01.11.21 -ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი - 210 მლნ ლარია, პანდემიამდელ 2019-ის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (82 მლნ) 3-ჯერ მეტი (Q3/2021 – ₾192.5 მლნ ).

85.3% კი 2 ბანკის შენატანზე მოდის (Q3/2019 -82%). 

Q3/2019●Q3/2021

მლნ

მლნ

საქართველოს ბანკი

27

72.3

თიბისი ბანკი

27.6

92.0

წყარო: ეროვნული ბანკი (ბანკების ფინანსური მოგების გადასახადი  °* და არა საგადასახადო მოგება)

მოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება, თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2021 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2022 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%)  მოგების გადასახადი (განაკვეთი -15%) კი  არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება.

2022 წლის ბიუჯეტში მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელში, 1/3-მდეა ბანკების გადასახდელი ულუფა (₾ 400  მლნ).

 

როგორც იცით, 2017 წელს ამოქმედებული შეღავათიანი ნორმით რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი, მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლდა 2018 -დან საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...) . ბანკებისთვის 2023 წლამდეა გადავადებული.

საბანკო ასოაციაციის  პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ ბიზნესფორმულაზე იმედი გამოთქვა, რომ 2023-დანაც არ გადავადდება, რაც  ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს  სექტორში მეტი კაპიტალის დარჩენას, მეტ გრძელვადიან ლარს და ეკონომიკაში 10-მაგად დაბრუნებას. ძნელაძის თქმით გადავადების ნიშნები არ ჩანს.

გადავადების საფრთხეს ბიუჯეტის დიფიციტის შემცირების გეგმა აჩენს. 2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი, წელს,  მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე  ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს. სებ-ის რეკომენდაციის მიუხედავად 2022 -ის ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტრო დიფიციტს ვერც 4%-ს ჩამოაცდენს და ვერც.4,4%-ს, რის გამოც სებ-ი იძულებულია მონეტარული პოლიტიკის  გამკაცრებით,  ფული გააძვიროს, რაც ასევე  არტყამს ეკონომიკას.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები