ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8657        EUR 3.0689        GBP 3.6108        RUB 4.3259        UAH 0.9727        AZN 1.689        AMD 6.3789      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება
26 ნოემბერი, 2021, 16:38
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

თბილისი (GBC) - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო პარტნიორობისათვის“ გამოაკლდა ერთი წევრი. რეგლამენტით განსაზღვრული 7 დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა. „ლელოს“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“, აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა წარედგინება ბიუროს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები