






USD | 2.8598 |
EUR | 3.0488 |
GBP | 3.5725 |
TRY | 0.1755 |

თბილისი (GBC) - გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების
მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 5.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც
დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრის პერიოდში. დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის
მნიშვნელობა შეადგენს 6.7 პროცენტს საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის, ხოლო 4.6 პროცენტს
— სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.
UNICEF-ის
და საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის
მომენტამდე (ოქტომბერი)
პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 16.1 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური
შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.3 პროცენტს, ხოლო
სოფლად 15.9 პროცენტს შეადგენს.
შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან
დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც
მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (44.6%), შინამეურნეობის
წევრის ხელფასის შემცირება (9.1%), შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება
(6.7%), კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი
(6.3%), გარემოება, რომ შინამეურნეობის წევრს დაუდასტურდა COVID-19 და ვერ მუშაობდა
(4.8%).