ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არაქართულ კაზინოში ქართული საბანკო ბარათით გადარიცხვა იკრძალება
6 დეკემბერი, 2021, 11:32
არაქართულ კაზინოში ქართული საბანკო ბარათით გადარიცხვა იკრძალება

თბილისი (GBC) - პრემიერმა ონლაინ-კაზინოების მარეგულირებელი კანონპროექტის ამ კვირაში ინიცირებაზე განაცხადა. ცვლილებების ერთბაშად არ ამოქმედდება რამდენიმე წელზე  გაიწერება. 

როგორც გაცხადებულია, სათამაშო ბიზნესს მხოლოდ სპორტული შეჯიბრების  სპონსორობის უფლება რჩება. სათამაშო ბიზნესს სატელევიზიო, გარე, ასევე ქართულ ვებგვერდებზე  რეკლამა აეკრძლება. 25 წლამდე მოქალაქე აზარტულ  თამაშებს ვერ ითამაშებს, ვერც სოციალური შემწეობის მიმღები  პირი

ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის 

ტოტალიზატორი ვალდებული გახდება მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხო. მოთამაშეს აეკრძალება სხვა მოთამაშისთვის თანხის გადარიცხვა, 

საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება უცხოური სათამაშო ბიზნესის ოპერატორთან ურთუერთობა. მან არ უნდა დაუშვას ადგილობრივი ბარათით უცხოური კომპანიისთვის (სათამაშო ბიზნესის ოპერატორი) გადახდა.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მხოლოდ  სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით ბიუჯეტმა 10 თვეში 36 მლნ შეუვიდა. 

 ·       

10m/2021 - 36 მლნ

 

10m/2020- 11.6 მლნ

 

10m/2019 - 35.9 მლნ

2018-2014 -ის სტატისტიკა 

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, 3  წელში 6-ჯერ გაზრდილია. უმსხვილეის ბრუნვის 10 კომპანიიდან 6 აღნიშნული ბიზნესიდანაა და ამ პროფილის კომპანიების ზრდი წვლილი  TOP-15-ში 60%-ია.

მსხვილი გადამხდელები 

    სათამაშო ბიზნესი  

1 შპს ავიატორ

2 შპს ბეთლაივ

3  შპს ლიდერ-ბეთ სლოტი

4 შპს მარსი

5 შპს ფულჰაუსი

6 შპს ჩემპიონები

  ენერგოკომპანიები     

7 სს ესკო

8 სს ენერგო-პრო გორგია

9 სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

10 შპს სოკარ ჯორჯია გაზი

11შპს სოკარ ჯორჯოა პეტროლიუმი

  FMCG  

12 სს ნიკორა ტრეიდი

ავტოინდუსტრია

13 შპს კავკასიის ავტოიმპორტი

  ფარმაცია      

14 შპს პსპ ფარმა

15 სს გეფა

 წყარო: საქსტატი 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები